პროექტები


eTwinning-ის პროექტები

2015-2016 წლის  ჩემი საავტორო  პროექტი "Earth needs help!"  რომელმაც მიიღო ევროპის ხარისხის ნიშანი:






პროექტის შინაარსი: 
მონაწილე მოსწავლეთა ასაკი:  8 -11 წ.
განხორციელების პერიოდი: ორი წელი (2015-2017წ.)
პროექტის აქტუალობა: დღეს დედამიწა  ეკოლოგიური საფრთხის წინაშე  დგას. ეს გლობალური პრობლემაა და საჭიროა მთელი მსოფლიო  გაერთიანდეს მოსალოდნელი კატასტროფის თავიდან ასაცილებლად. სკოლას, ამ კუთხით მნიშვნელოვანი როლი აკისრია. მოსწავლეებმა გარემოზე ზრუნვის უნარ-ჩვევები  ბავშვობის ასაკიდანვე  უნდა  შეიძინონ, რათა იხსნან   დედამიწა  დაღუპვისაგან.
მოკლე აღწერა:  პროექტის ფარგლებში მოსწავლეები  უკეთ გააცნობიერებენ მოსალოდნელ ეკოლოგიურ საფრთხეებს.  ლოკალურ  გარემოში  მოახდენენ გარემოზე დაკვირვებას. გამოავლენენ მათ ირგვლივ არსებულ პრობლემებს  და გააცნობენ ერთმანეთს. გამოავლენენ სტატისტიკურ მონაცემებს,იმის თაობაზე,თუ რომელ  ქვეყნებში იკვეთება უფრო მწვავედ   ეკოლოგიური საფრთხეები. მიღებული სტატისტიკის საფუძველზე, პროექტში ჩართული სკოლები  დასახავენ  არსებული  პრობლემების გადაჭრის გზებს. მოსწავლეები  შეასრულებენ მიზნის შესაბამის სამუშაოებს ( დასუფთავება, გამწვანება, აქციების მოწყობა და სხვა.) და იზრუნებენ გარემოზე.  თანატოლებსა  და უფროსებსაც მოუწოდებენ ამ სასიკეთო საქმისკენ. ამ მიზნით, მოსწავლეები შექმნიან საინფორმაციო  ვიდეორგოლებს, პოსტერებს, ბუკლეტებს, რომლის შესაქმნელად იმუშავებენ  სხვადასხვა კომპიუტერულ პროგრამებში.შეიქმნება პროექტის ბლოგი, სადაც განთავსდება მოსწავლეთა ნამუშევრები. პროექტის ფარგლებში შესაძლებელია შეიქმნას მუსიკალური კლიპი, რომელოიც იქნება გზავნილი სამყაროში, რათა ყველამ ერთად გადავარჩინოთ დედამიწა - ჩვენი  საერთო სახლი.
მიზნები:  პროექტის მთავარი მიზანია, მსოფლიოს ბავშვებისა და მასწავლებლების  ჩართვა გარემოს დაცვისთვის საჭრო  პრევენციულ სამუშაოებში; მოსწავლეს განუვითარდეს გარემოზე დაკვირვებისა და მისი გაფრთხილებისთვის საჭირო  უნარ-ჩვევები; გამოუმუშავდეს კვლევითი, ანალიტიკური,შემოქმედებითი, საკომუნიკაციო  და თანამშრომლობითი უნარ- ჩვევები; შეისწავლოს სხვადასხვა კომპიუტერულ პროგრამებში მუშაობა და განიმტკიცოს ისტ-ის  უნარები. პროექტის მონაწილე ბავშვების  მიერ,  შეიქმნას საინფორმაციო ხასიათის პოსტერი და ბუკლეტები, რომლებსაც  გაავრცელებენ თანატოლებში, გარემოს გაფრთხილებისაკენ მოწოდების მიზნით;  გარდა ამისა, პროექტის მიზანია,  შეიქმნას ბლოგიც, რომელშიც გაერთიანდებიან მსოფლიო გარემოსდამცველი ბავშვები, სადაც ისინი  ერთმანეთს გაუზიარებენ გარემოზე ზრუნვის მაგალითებს, თავიანთ იდეებს, შთაბეჭდილებებს, ეკოლოგიის თემაზე მათ მიერ შექმნილ ნამუშევრებს - ნახატებს, სტატიებს, ვიდეორგოლებს, ანიმაციებს, სიმღერებსა თუ ლექსებს.
მოსალოდნელი შედეგები: მსოფლიოს ბავშვებს ექნებათ იმის განცდა, რომ დედამიწა მათი საერთო სახლია. მათი მონაწილეობით, გატარდება პრევენციული ზომები, ეკოლოგიური კატასტროფის რისკების შესამცირებლად.  ამ ბავშვების სახით, მომავალში გვეყოლებიან გარემოსდამცველი მოქალაქეები, რომლებიც სხვებისთვისაც მაგალითის მიმცემნი იქნებიან. მათ განვითარებული  ექნებათ მაღალი სკომუნიკაციო, სოციალური და გუნდური მუშაობის უნარები, რომელიც ზრდასრულ ასაკში გამოადგებათ სოციუმთან ადაპტაციისა და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებაში. ინტერნეტ სივრცეში განთავსდება  ბლოგი, სადაც გარემოსდამცველ ბავშვებს საშუალება ექნებათ  ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი შეხედულებები და  იდეები  სამყაროს გადასარჩენად.ასევე  შეიქმნება პოსტერები, ბუკლეტები, ვიდეორგოლები, მუსიკალური გზავნილები, რომელიც ადამიანებში გარემოზე ზრუნვის სურვილს აღძრავს.
აქტივობები (2015-2016 ს/წელი):           
1.    სექტემბერი:  
·         პროექტის მონაწილე სკოლების გაცნობა, მისალმება. (სკოლების წარდგენა შესაძლებელია განხორციელდეს  ნებისმიერი ფორმით - ვიდეორგოლი, სკოლისა და მოსწავლეთა ამსახველი ფოტოების პრეზენტაცია, სკაიპჩართვა  ან  სხვა რომელსაც  თავად  მოისურვებთ.)
2.    პროექტის ლოგოს შექმნა.  (მოსწავლეები იმუშავებენ ლოგოს შექმნაზე, რომელიც უნდა წარმოადგენდეს გარემოზე ზრუნვის სიმბოლოს.  პროექტის დასასრულს, ნამუშევრებიდან ამოირჩევა საუკეთესო, რომელიც გახდება პროექტის ფარგლებში შექმნილი ბლოგის მთავარი ლოგო.)
3.    ოქტომბერი:
·         ლოკალურ გარემოზე დაკირვება და ეკოლოგიური პრობლემების  გამოვლენა ჩვენს ირგვლივ. აღნიშნული საკითხის ირგვლივ შექმნილი ნამუშევრების განთავსება თვინსფეისზე. (გარემოზე დაკვირვების შედეგად აღმოჩენილ  პრობლემებზე  მოსწავლეები შექმნიან ელექტრონულ პრეზენტაციებს, ნებისმიერ ფორმატში:  ვიდეორგოლები, ფოტოსლაიდები, ნახატები ან ანიმაციები.)
·         გამოკითხვა.  (პროექტში მონაწილე სკოლებისთვის, თვინსფეისის ბლოგზე გამოქვეყნდება კითხვარი, რომელის საშუალებითაც მოხდება მოსწავლეთა და მასწავლებელთა  გამოკითხვა, იმ მიზნით, რათა გამოვლინდეს ქვეყნები, სადაც ყველაზე მწვავედ იკვეთება  ეკოლოგიური პრობლემები. შედეგები გამაქვეყნდება ბლოგზე.)
4.    ნოემბერი:
·          (I  კვირა)  დიაგრამის აგება სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე.(მოსწავლეებმა უნდა შექმნან დიაგრამები, გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით და გამოაქვეყნონ ბლოგზე. სამუშაო  შეასრულეთ კრეატიულად,  თქვენთვის სასურველ  ელექტრონულ ფორმატში და განათავსეთ თვინსფეისის ბლოგზე.) 
·         (II კვირა ) ონლაინ კონფერენცია. (სკოლებს შორის გაიმართება ონლაინ კონფერენცია, სადაც მოსწავლეები ერთმანეთს მიესალმებიან  და  გაუზიარებენ  საკუთარ იდეებს, ეკოლოგიური პრობლემების დაძლევის გზებთან  დაკავშირებით. მათ ეს იდეები წინასწარ ექნებათ შემუშავებული. ისინი, მოუყვებიან ერთმანეთს საკუთარ  ქვეყნებში მიღებულ  წესების შესახებ, რომელიც იძლევა გარემოზე ზრუნვის საუკეთესო მაგალითს.  მოსწავლეები  შეთანხმდებიან  და მიიღებენ  გადაწყვეტილებას, თუ რა პრევენციული ზომების გატარებაა  საჭირო ამათუიმ ქვეყანაში.კონფერენციის დასრულების შემდეგ,თითოეული სკოლას, ზემოთაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, შეუძლია  შეადგინოს შესასრულებელი სამუშაოს გრაფიკი.)
·         (მე-3 კვირიდან) მოსწავლეთა აქტიურად ჩართვა გარემოსდაცვით საქმიანობებში. ( მოსწავლეები  დაასუფთავებენ მათი სახლის ან სკოლის მიმდებარე ტერიტორიებს, დარგავენ ხის ნერგებს, მოაწყობენ აქციებს, დაარიგებენ ბუკლეტებს და სხვა.)
5.    დეკემბერი:
·         პროექტის მონაწილე მოსწავლეთა მიერ, გარემოზე ზრუნვის ამსახველი საქმიანობის  ვიდეორგოლების შექმნა და თვინსფეისის გვერდზე განთავსება. (სამუშაო  შეასრულეთ კრეატიულად,  თქვენთვის სასურველ  ელექტრონულ ფორმატში და განათავსეთ თვინსფეისზე.) 
6.    ჩემი საშობაო ნაძვის ხე. (არსებობენ ადამიანები, რომლებიც შობის დღესასწაულისთვის  ჭრიან ცოცხალ ნაძვს. გარემოს დამცველი ბავშვები კი ასეთ ზიანს არ მიაყენებენ გარემოს. ამიტომ  ჩვენ უნდა შევქმნათ ვიდეორგოლი, რომლის მეშვეობითაც მივულოცავთ მსოფლიოს შობა ახალ წელს და ასევე  ვაჩვენებთ, თუ როგორია გარემოს დამცველი ბავშვის საახალწლო ნაძვის ხე. ნამუშევარი უნდა იყოს მოწოდების ხასიათის და საუკეთესო მაგალითს უნდა იძლეოდეს  ცოცხალი ნაძვების  დაცვის კუთხით.
7.    იანვარი:
·         პოსტერის შექმნა. მოსწავლეები შექმნიან პროექტის თემის შესაბამის  პოსტერს, რომელსაც  გამოფენენ  საკუთარ  სკოლებში.  სავალდბულო მოთხოვნაა:
-          პოსტერი იყოს ხელნაკეთი.( შესრულების ტექნიკა თავისუფალია. ის შეიძლება იყოს  ნახატი, კოლაჟი ან აპლიკაცია.)
·         ტვინსფეისის გვერდზე  პოსტერის ფოტოს გამოქვეყნება;  (ასევე, გამოქვეყნებულ უნდა  იქნას მოსწავლეთა  პოსტერზე მუშაობის ამსახვაელი ფოტოსლაიდები.)
8.    თებერვალი:
ანიმაციის შექმნა. მოსწავლეები  ვებპროგრამა GoAnimate.com-ში  შექმნიან  საბავშვო ხასიათის ანიმაციას, თემაზე:  „ჩვენ ერთად გადავარჩენთ დედამიწას“.
9.    მარტი:
·         საუკეთესო  ნამუშევრების გამოვლენა; საუკეთესო ნამუშევრის შერჩევაში მონაწილეობას მიიღებენ პარტნიორი სკოლები. მისი გამოვლენის წესი წინასწარ გამოქვეყნდება ბლოგზე.
·         საუკეთესო  ნამუშევრების ბლოგზე გამოქვეყნება. პროექტის ფარგლებში შეიქმნება ბლოგი- „გარემოსდამცველი ბავშვები“. მასში  გამოქვეყნდება, პროექტის საუკეთესო ნამუშევრები.
10. აპრილი:
·         დედამიწის დღისადმი მიძღვნილი სიმღერა - მუსიკალური გზავნილი სამყაროს.
თითოეული სკოლა ქმნის საკუთარ სიმღერას, მისთვის სასურველ მელოდიაზე. 
·         მოსწავლეები ასრულებენ სიმღეას, რომელზეც შექმნიან ვიდეო კლიპს და გამოაქვეყნებენ თვინსპეისის გვერდზე. სიმღერა უნდა იყოს ერთგვარი მესიჯი, რომელიც ადამიანებს  მოუწოდებს გარემოს დაცვისკენ.
აქტივობები (2016-2017 ს/წელი):
11. სექტემბერი:
მონაწილე სკოლებს შორის თანამშრომლობისა და იდეების გაცვლის საფუძველზე  ბროექტისთვის  ახალი აქტივობების შერჩევა;
პარტნიორი სკოლები  პორტალზე „თვინსფეის“ -ის ინსტრუმენტების საშუალებით  ერთმანეთში გაცვლიან იდეებს და შეიმუშავებენ შემდგომ სამოქმედო გეგმას, განსახორციელებელი აქტივობების სახით. თითოეული აქტივობისთვის განისაზღვრება სავარაუდო ვადები. 

12. ოქტომბერი- ნოემბერი:
 ბუნებრივი  კატასტროფები/ საგანგებო სიტუაციები
·         მოსწავლეებთან  საუბრების გამართვა, იმის შესახებ თუ  რა  ბუნებრივ კატასტროფებამდე შეიძლება  მიგვიყვანოს ადამიანის  მიერ  გარემოსადმი  არამზრუნველმა დამოკიდებულებამ. ბავშვები  მოიძიებენ ინფორმაციებს, თუ რა შედეგები მოაქვს  ისეთ  ბუნებრივ  კატასტროფებს, როგორიცაა   მიწისძვრა, წყალდიდობა, ქარიშხალი და სხვა.  მოსწავლეები ინტერნეტის საშუალებით მოიძიებენ და ერთმანეთს გააცნობენ  იმ თავდაცვით ქცევის წესებს, რომელთა  ცოდნაც საჭიროა სხვადასხვა საგანგებო სიტუაციების დროს.
·         ვიდეორგოლების  მშექმნა და გაზიარება: ბავშვები შექმნიან ვიდეო რგოლებს, თუ იმის შესახებ როგორ უნდა მოვიქცეთ საგანგებო სიტუაციებში. ვიდეოს განათავსებენ პორტალზე, პროექტის გვერდზე.

13. დეკემბერი-იანვარი:
 მეორადი ნივთებისგან  საშობაო აქსესუარების  დამზადება:
·         ბავშვები თავიანთი ფანტაზიით, ასევე ინტერნეტ ში  არსებული უამრავი ვიდეოგაკვეთილების გამოყენებით შექმნიან მისალოც ბარათებს, ნაძვებს, ზანზალაკებს. შექმნიან ასევე ვიდეო რგოლს რომლითაც პარტნიორ სკოლებს მიულოცავენ შობა ახალ წელს.
·         სკაიპ კონფერენციები. ბავშვები მეგობარი სკოლის მოსწავლეებთან  გამართავენ სკაიპ კონფერენციებს, რომლის დროსაც   უშუალო ჩართულობით ერთმანეთს  შეასწავლიან  სხვადასხვა  მასალისგან საახალწლო ნივთების დამზადებას (ნძვისხეები, ფიფქები და სხვა)
14. იანვარი:
მოსწავლეთა მხრიდან  პროექტის შეჯამება/ შეფასება:

მოსწავლეები  პასუხებს გასცემენ (ინტერვიუ) პროექტის ირგვლივ დასმულ შეკითხვებს. მოხდება ამ ინტერვიუს ჩაწერა და პროექტის შემაჯამებელი ვიდეორგოლის შექმნა. ვიდეორგოლი გამოქვეყნდება პროექტის პორტალზე, ბლოგზე და ფბ. ჯგუფში.


---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 
                                         




გამარჯვებული პროექტი: "My Alien friend" (ჩემი უცხოელი მეგობარი).  

პროექტმა მიიღო eTwinning-ის პრიზი 2015. 
ამ პროექტის  ფარგლებში 2015 წლის 5-10 მაისს  ბრიუსელში მიწვეული ვიყავი დაჯილდოვებაზე, თან მახლდა ორი მოსწავლე. ეს იყო დაუვიწუარი დღეები.

(ქვემოთ იხილეთ  დაჯილდოვების ცერემონიალის  ვიდეო  და დიპლომი  რომელიც გადაეცა ჩემსსკოლას )  

პროექტის მოკლე აღწერა:

პროექტი საჯარობლოგი: http://grablewoalienfriend.blogspot.it/

ბავშვებს აქვთ ბუნებრივი ტენდენცია იყვნენ კრეატიულნი. ისინი ყველაზე ბუნებრივად შემოქმედების  გზით  გამოხატავენ  საკუთარ თავს და ასე ეცნობიან თავიანთ გარშემო ყველაფერს.მოსწავლეთა გამოწვევა იმაში მდგომარეობს, რომ  მათ მიერ შექმნილი სხვადასხვა ხასიათის ნამუშევრებით შეხვდენენ და ურთიერთობა დაამყარონ სხვა მოსწავლეებთან.

მოსწავლეთა ასაკი: 7 – 11

გამოყენებული ინსტრუმენტები: Web 2.0, PowerPoint, ვიდეო, სურათები და ნახატები, სტატისტიკა, ელექტრონული ფოსტის, MP3, პუბლიკაციების ინტერნეტში, TwinSpace, Skype ...

სკოლები - რუმინეთი, პოლონეთი, მოლდოვა, თურქეთი, სომხეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, ხორვატია, მაკედონია, სლოვაკეთი, ესპანეთი, საბერძნეთი, სლოვენია, მალტა, პორტუგალია, ლატვიის, გერმანიის, ტუნისი, ბელგია, დიდი ბრიტანეთი, ლუქსემბურგი, ნორვეგია, საქართველო და იტალია ,ცხრა თვის განმავლობაში ვთანამშრომლობდით ერთად, რასაც ვუწოდეთ "My Alien friend".
ეს ნიშნავს: ჩემი უცხო მეგობარი,  ჩემი უცხოელი მეგობარი, ჩემი შორეულ მეგობარს .... რომელთანაც მე ვცდილობ ურთიერთობის  შექმნას  საერთო ანბანით.


ძირითადი  მიზნები იყო:

1.  ინტერაქტიული და მხიარული გზით კომუნიკაციის დამყარება;                      
2. ფანტაზიისა და შემოქმედების უნარის განვითარება;                                                
3.კომუნიკაციისა  და  საკომუნიკაციო ენის  გაუმჯობესება;                                                                              
 4.  გრძნობების გამოხატვა წარმოსახვის, ხელოვნებისა და მუსიკის საშუალებით.

შედეგი: პედაგოგიური და  საგანმანათლებლო  სწავლების  თვალსაზრისით განხორციელდა  შესანიშნავი  პროექტი სახელწოდებით "ჩემი Alien მეგობარი". საკუთარი კულტურითა და სწავლით განსხვავებულ მოსწავლეებს  დიდი შესაძლებლობა მიეცათ გაეღრმავებინათ და გაემრავალფეროვნებინათ თავიანთი ცოდნა-უნარები. პროექტმა თამაშის  გზით სერიოზული სტიმული მისცა მოსწავლეებს შედეგის მისაღწევად გამოეყენებინათ მრავალფეროვანი თემატიკა, რა თქმა უნდა, ინტერდისციპლინალური მეთოდებით: ინგლისურენოვანი ახალი  საინფორმაციო ტექნოლოგიები, ხელოვნება და ექსპრესიული ხელოვნება, მუსიკა, როგორც  კომუნიკაციის  უნივერსალური საშუალება  და ა.შ.

პროექტის შედეგების ბმულები:

1 - თამარ პაპოშვილი, სსიპ - გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშნის საჯარო სკოლა, გურჯაანი, საქართველო














მუსიკალური გზავნილი Rainbow პლანეტისგან (Georgia)
www.youtube.com/embed/SwMmmhsEy3U
(By Tamar Paposhvili)

ჩვენი უცხო იმიჯი / Our images of Aliens - Rainbow planet, Georgia
(By Tamar Paposhvili)

ჩემი პლანეტა (ცისარტყელა)  My planet "Rainbow" (eTwinning plus):
My school (eTwinning plus):

ჩემი სკოლა:
(By Tamar Paposhvili, Georgia)

   საქართველო- ჩემი სამშობლო / Georgia My Motherland ( eTwinning plus):
(By Tamar Paposhvili)

ჩვენი კლასი/Our class:

უცხო ანბანი/Alien Alphabet (eTwinning plus)
(By Tamar Paposhvili, Georgia)

გთავაზობთ პროექტის  აღწერას

ოქტომბერი- ჩემი პლანეტა:
თითოეულ ქვეყანა  ქმნის მისი პლანეტის სახელს. თითოეული მოსწავლე ირქმევს უცხო სახელს, რომელიც გამოყენებული იქნება პროექტში.

ნოემბერი-ჩვენი გზავნილი  სამყაროს:
 მოსწავლეები უგზავნიან სამყაროს რაიმე გზავნილს(სიმღერა, ცეკვა)  , რათა მოიძიონ უცხო მეგობარი. მოსწავლეები ირჩევენ მეგობარს, რომელიც მასთან უფრო ახლო იქნება  დამოკიდებულებაში საყვარელი სიმღერით / ცეკვით...

დეკემბერი-ჩვენი ანბანი:
 შევქმნათ საერთო ანბანი რომელიც იქმება ჩვენი მეგობარი.
გვექნება საერთო წესი:. ანბანი დაკომპლექტდება ხაზებით, სურათებით, ცხოველების ან ფრინველების გამოსახულებებით და სხვა.
.
იანვარი:ჩვენი უცხო იმიჯი:
1-აღვწერეთ  საკუთარ თავს (ფიზიკურად,პიროვნულად, ჰობი...)
გამოვიყენოთ ანბანი.
 2 ჩემი იმიჯი უცხოელის (შეგიძლიათ გამოიყენოთ გრაფიკული რედაქტირების პროგრამა მისაღებად სასაცილო კოლაჟი, და სხვა.).

თებერვალი- ჩვენი ქვეყანა:
 მოიწვიეთ თქვენი მეგობარი! (გააკეთეთ პრეზენტაცია-  თქვენი საყვარელი ადგილები ქვეყანაში.)

მარტი- ეწვიეთ პლანეტას ...!
ვეწვიოთ „პლანეტას“  სადაც ჩვენი მეგობარი ცხოვრობს(ჩვენი ფანტაზიით)
.
აპრილი- მეგობრები სამუდამოდ:
 ვასრულეთ მეგობრობის სიმბოლოს. (მეგობრები სამუდამოდ!)

მაისი - ნამდვილი ვინაობის გამოვლენა-თამაში:
განვათავსოთ ჩვენი სურათი სურათების  საქაღალდეში.ავირჩიოთ რომელიმე სურათი, რომელიც ჩვენი მეგობრის გვგონია. ვიიპოვით ჩვენს მეგობარს ?

მოსწავლეებს  აქვთ საშუალება: მეგობრული ურთიეთობების დამყარების , უცხო ენის შესწავლის, კომპიუტერსა და ინტერნეტში სასარგებლოს აღმოჩენისა და მისი გამოყენების.

დაჯილდოვების ვიდეონაწყვეტი:



სერტიფიკატები, ჯილდო და მედლები:

დიპლომი, რომელიც გადაეცა სკოლას 






ბრიუსელი,  დაჯილდოვების  ფოტოები:









---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------



პროექტი: „მე მიყვარს ქართული მულტფილმები''

 პრეზენტაციის ამსახველი ფოტოები:










---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------



პროექტი: „მინდა მყავდეს ოთხფეხა მეგობარი"
 ამ პროექტმა მონაწილეობა მიიღო კონკურსში: „საქართველოს ფორუმი 2013''






----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------                                                                           



პროექტი: "შემოდგომის კვირეული"მხოლოდ ფოტოები: 


















No comments:

Post a Comment