სამოდელო გაკვეთილები




-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------




სამოდელო გაკვეთილის გეგმა (2017წ)
პედაგოგი:  თამარ პაპოშვილი
საგანი:ქართული ენა
სასწავლო საფეხური/კლასი:დაწყებითი  / I კლასი
მოსწავლეთა სპეციალური საჭიროებების გათვალისწინება:  კლასში არ არის  სსსმ მოსწავლე
გაკვეთილის  ხანგრძლივობა: ორი გაწყვილებული გაკვეთილი 30 - 30 წთ.
სამოდელო გაკვეთილის ტიპი: ინტეგრირებული გაკვეთილი
ინტეგრირებული საგნები: ქართული ენა,  ისტ-ი, მათემატიკა
გაკვეთილის თემა: „ირგვლივ  მწვანე  ზაფხულია“  - მ. მაჭავარიანი
   მიზანი:
ü   მოსწავლეს გაუაქტიურდეს  შესასწავლი  თემის  ირგვლი  ინფორმაცია;
ü  გამოუმუშავდეს  გაწაფული კითხვის  საბაზისო  უნარები;
ü  შეძლოს ლექსის სტრუქტურის აღქმა.
ü  დააჯგუფოს  სიტყვები  მარცვალთა  რაოდენობების  მიხედვით;
ü  შეძლოს ტექსტური რედაქტორის გამოყენება.
შედეგი:

ქართ. I. 7. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფვ.
·         სიტყვათა ჩამონათვალში პოულობს მითითებულ სიტყვას;
·         ხმამაღლა (მთლიანი სიტყვებით ან დამარცვლით)კითხულობს მარტივი წინადადებებით შედგენილ მცირე  ზომის  ტექსტებს;
·         წინადადების საზღვრების შესაბამისად აკეთებს პაუზას;
·         აგრძელებს სხვის მიერ დაწყებულ კითხვას სათანადო ადგილიდან.

ქართ. I. 11. მოსწავლეს შეუძლია ტექსტის სტრუქტურის აღქმა.

·         ტექსტში ამოიცნობს აბზაცის, სტროფის, წინადადების დასაწყისსა და დასასრულს;
·         ითვლის ტექსტში აბზაცების რაოდენობას, აბზაცში – სტრიქონებისას,  სტრიქონში – სიტყვებისას, სიტყვებში კი – ასოებისას;
·         მთლიანობაში აკვირდება ტექსტის კომპოზიციურ აგებულებას და ასახელებს ტექსტის მაორგანიზებელ ელემენტებს (სათაურს, ილუსტრაციას, წარწერას, აბზაცს, ლოგოს, ტიპოგრაფიულ მახასიათებლებს, მაგ., მსხვილ შრიფტს და სხვ.);
·         პოულობს სასვენ ნიშნებს (მაგ., წერტილს, კითხვის ნიშანს და სხვ.).

ის ტექნ. I.3. მოსწავლეს შეუძლია ისტ პროდუქტის შესაქმნელი საშუალებების გამოყენება.
·           იყენებს სახატავ და ტექსტურ რედაქტორებს მასწავლებლის მიერ ჩატარებული სასწავლო აქტივობისას;

მათ. I.1. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთს შეუსაბამოს რიცხვები, რიცხვითი სახელები და რაოდენობები.
·      ირჩევს და ქმნის მოცემული რიცხვის შესაბამისი რაოდენობის საგანთა ერთობლიობას და პირიქით – მოცემულ საგანთა ერთობლიობას შეუსაბამებს რიცხვს;
·      კითხულობს და წერს რიცხვებს; გამოსახავს მათ სხვადასხვა მოდელის გამოყენებით;
მათ. I.4. მოსწავლეს შეუძლია რაოდენობების შეფასება და შედარება.
·      ადარებს რაოდენობებს გროვებში, იყენებს შესაბამის ტერმინებსა და აღნიშვნებს ( ) და განსაზღვრავს განსხვავებას ("რამდენით მეტი/ნაკლები?");



მეთოდები:  „დიახ/ არა ბარათები“ ;
                       ვარაუდების გამოთქმა ;
„ერთობლივი კითხვა“ ვარიაციებით;
                      ტექსტის გააზრება კითხვა- პასუხით;
ფონოლოგიური ვარჯიშები  ელექტრონული სავარჯიშოების გამოყენებით.

ორგანიზების ფორმები: მთელი კლასი, ინდივიდუალური, ჯგუფური.

რესურსები:
ნ.მაღლაკელიძის Iკლასის  ქართული ენის სახელმძღვანელო , კომპიუტერი გაკვეთილის მართვის პროგრამული უზრუნველყოფით, მოსწავლეთა ნეთბუქები, პროექტორი, მასწავლებლის  მიერ Word-ისდოკუმენტში  აწყობილი  ელექტრონული სავარჯიშო (იხ. დანართი 1.),  დაფა, ცარცი, დიახ/არა წარწერებიანი ბარათები; Poverpoint-ში მომზადებული პრეზენტაცია, სადაც წარმოდგენილია გაკვეთილის მიზნები, აქტივობების მსვლელობა, გაკვეთილის ტექსტი და ილუსტრაცია, შეკითხვები, საშინაო დავალება.

შეფასების მეთოდები:
მოსწავლეებზე  დაკვირვება  მათი  პასუხების,კითხვის უნარისა და  გაკვეთილში  ჩართულობის გათვალისწინებით; დიახ/არა ბარათები; ელექტრონული სავარჯიშო.
გამოყენებული იქნება განმავითარებელი შეფასება, ზეპირი კომენტარებისა და შუქნიშნების გამოყენებით (მოსწავლეთა მხრიდან).

აქტივობები:
1.      გაკვეთილის მიზნის წარდგენა;
2.      წინარე ცოდნის გააქტიურება - თამაშის ტიპის გამოკითხვა „დიახ/ არა ბარათები“;
3.      თემის წარდგენა /სათაურზე და ილუსტრაციაზე ვარაუდების გამოთქმა;
4.      ტექსტის კითხვა ვარიაციებით;
5.      ლექსის  შინაარსისა  და  სტრუქტურის გააზრება;
6.      კომპიუტერებში ელექტრონული სავარჯიშოს შესრულება;
7.      საშინაო დავალების  ჩანიშვნა;
8.      გაკვეთილის შეჯამება/ შეფასება.



გაკვეთილის სცენარი:
Iფაზა-წაკითხვამდე
1)      გაკვეთილის მიზნის წარდგენა;
მასწავლებელი მოსწავლეებს გააცნობს  გაკვეთილის მიზანსა და აქტივობებს მათი ასაკის შესაბამისი სამეტყველო ენით.

2)      წინარე ცოდნის გააქტიურება, თამაშის ტიპის გამოკითხვა -„დიახ/ არაბარათები“
მასწავლებელი მიმართავს კლასს:
-         ბავშვებო,ვიდრე ახალ გაკვეთილს დავიწყებდეთ, მოდით ცოტა  გავხალისდეთ  და ვითამაშოთ  დიახ /არა ბარათებით.  გავიგოთ  რამდენად ბევრი იცით ზაფხულის შესახებ.
მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს ინსტრუქციებს აღნიშნული აქტივობის შესახებ და ახდენს მის მოდელირებას.
იგი სვამს დახურული ტიპის კითხვებს, თან მოსწავლეებს პროექტორით უჩვენებს შეკითხვებს, ან შეკითხვის შესაბამის სურათებს. მოსწავლეები თავიანთ პასუხებს გამოხატავენ დიახ/არა ბარათების საშუალებით.
სწორი პასუხის შემთხვევაში მასწავლებელი დადებითი კომენტარებით წაახალისებს ბავშვებს, მცდარი პასუხების შემთხვევაში აძლევს დამატებით მინიშნებებს.
3)      თემის წარდგენა/ სათაურზე და ილუსტრაციაზე დაკვირვება;
მასწავლებელი მოსწავლეებს პროექტორით უჩვენებს გაკვეთილის სათაურსა და ილუსტრაციას. სათაურის წაკითხვის (წააკითხებს მოსწავლეებს) შემდეგ, სთხოვს მოსწავლეებს დააკვირდნენ ილუსტრაციას. სათაურისა და ილუსტრაციაზე დაყრდნობით მოსწავლეები გამოთქვამენ ვარაუდებს იმის შესახებ, თუ  რა თემაზე იქნება ტექსტი.
IIფაზა-კითხვის დროს
4)      ტექსტის კითხვა ვარიაციებით;
მასწავლებელი „დიდი წიგნის“ პრინციპით პროექტორით აჩვენებს ლექსის ელექტრონულ ვარიანტს. ყურადრებას ამახვილებს ტექსტში გამუქებულ უცნობ სიტყვებზე და მოსწავლეთა დახმრებით განმარტავს მათ.
ამის შემდეგ  მოხდება ტექსტის წაკითხვა ერთობლივი კითხვის მეთოდით: ჯერ მასწავლებელი ახორციელებსსაჩვენებელ კითხვას.
შემდეგ ეტაპზე მოხდება ერთობლივი კითხვა - მოსწავლე და მასწავლებელი.
შემდეგ კი ერთობლივი კითხვა დამოუკიდებლად - მხოლოდ მოსწავლეები. ამ უკანასკნელს მასწავლებელიგახდის კიდევ უფრო სახალისოს. მაგ: „ჯერ წაიკითხავენმხოლოდ ის მოსწავლეები ვისი სახელიც 4 ასოსგან შედგება... ახლა წაიკითხონ მათ, ვისი სახელიც 5 ასოსგან შედგება...  ვისი სახელიც 5-ზე მეტი ასოსგან შედგება.



IIIფაზა-წაკითხვის შემდეგ

5)      ლექსის  შინაარსისა  და  სტრუქტურის გააზრება;
მასწავლებელი მოსწავლეებს უსვამს ტექსტის შინაარსისა და სტრუქტურის გააზრებაზე მიმართულ შეკითხვებს. მოსწავლეები ხელის აწევით, რიგ-რიგობით  პასუხობენ მასწავებელს. სავარაუდო კითხვები:
Ø  მოგეწონათ ლექსი? რატომ ?
Ø  წელიწადის რომელი დროა ასახული ლექსში?
Ø  რომელი სტრიქონებიდან ვასკვნით ამას?
Ø  პოეტის აზრით, რა ფერის არის ზაფხული? ეთანხმებით?
Ø  როგორ გესმის/ რას ნიშნავს ეს ფრაზა- „განაბულა სკოლის ზარი“; ერთი ამბით მოქაქანებს ნაკადული?
Ø  ენობრივი კითხვები:
Ø  რამდენ სტროფიანია ეს ლექსი?
Ø  რამდენი სტრიქონი შეადგენს ერთ სტროფს? ყველა სტროფში ასეა?
Ø  გაიხსენე, რით განსხვავდება ლექსი მოთხრობისგან?
Ø  რომელი სიტყვები ერითმება ერთმანეთს?



6)      კომპიუტერებში ელექტრონული სავარჯიშოს შესრულება;
ტექსტის გააზრების შემდეგ მოხდება ენობრივ  საკითხებზე  ვარჯიში. კერძოდ, მასწავლებელი მოსწავლეებს ნეთბუქებში უგზავნის ელექტრონულ სავარჯიშოს (იხ. დანართი 1.), აძლევს მკაფიო ინსტრუქციებს, ახდენს დავალების შესრულების მოდელირებას და  განუსაზღვრავს დროს.
მოსწავლეები დავალებაზე მუშაობენ ინდივიდუალურად. საჭიროებისამებრ, დახმარებისთვის  ასწევენ წითელ შუქნიშანს, ხოლო დავალების დასრულებას აცნობებენ მასწავლებელს მწვანე შუქნიშნის აწევით.
მასწავლებელი თვალყურს ადევნებს მოსწავლეთა მუშაობას ფასილიტატორის პოზიციიდან და საჭიროების შემთხვევაში  იძლევა განმავითარებელ უკუკავშირს.
დროის ამოწურვის შემდეგ, მასწავლებელი მოსწავლეებს სანიმუშოდ გაუზიარებს  ერთ-ერთი მოსწავლის სწორად  შესრულებულ დავალებას. დავალების განხილვის პროცესში მასწავლებელი მოსწავლეებს უსვამს შემდეგ შეკითხვებს:
-         რამდენია ერთმარცვლიანი სიტყვების რაოდენობა? ორ მარცვლიანი? ოთხ მარცვლიანი?
-         შეადარეთ, რამდენმარცვლიანი სიტყვებია  ყველაზე მეტი?  რამდენით?
მოსწავლეები პასუხობენ შეკითხვებს და ამავდროულად, ნიმუშის მიხედვით ახორციელებენ საკუთარი მუშაობის შეფასებას.
ამის შემდეგ მასწავლებელი მათ კვლავ აძლევს 1 წუთს, რათა შეასწორონ დაშვებული შეცდომები.
გაკვეთილის ბოლოს კი,  მოსწავლეები მასწავლებელს კომპიუტერში გაუგზავნიან თავიანთ დავალებებს. მასწავლებელი მადლობას უხდის მოსწავლეებს და შეაქებთ მათ გაწეული შრომისთვის.

7)                       გაკვეთილის შეჯამება/ შეფასება.
მოსწავლეთა ჩართულობით შეჯამდება გაკვეთილზე ჩატარებული აქტივობები და მიღწეული შედეგები.
მოსწავლეები შეაფასებენ აქტივობებსა და საკუთარ ჩართულობას: რომელი აქტივობა მოეწონათ ყველაზე მეტად? რატომ? რა გაუიოლდათ, რა გაუძნელდათ?  რა, ან ვინ დაეხმარათ სიძნელის გადალახვაში?
მასწავლებელი ზოგადად შეაფასებს კლასს და მოსწავლეებს უსურვებს წარმატებებს.

8)                       საშინაო დავალების ჩანიშვნა;
გაკვეთილის დასასრულს, მასწავლებელი მოსწავლეებს მისცემს საშინაო დავალებას, რომელიც გამოჩნდება მონიტორზეც პროექტორის საშუალებით:
ა) წასაკითხად : ლექსი „ირგვლივ მწვანე ზაფხულია“;
ბ) წერითი დავალება:  „გადაწერე  რვეულში ლექსის ის სტრიქონები, ან სტროფი, რომელიც ყველაზე მეტად მოგეწონა.

დანართი 1.

გაკვეთილის მსვლელობის ამსახველი ფოტოები







---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------



სამოდელო გაკვეთილის გეგმა (2017 წ.)

პედაგოგი:  თამარ პაპოშვილი
საგანი:ქართული ენა
სასწავლო საფეხური/კლასი:დაწყებითი  / I კლასი
მოსწავლეთა სპეციალური საჭიროებების გათვალისწინება:  კლასში არ არის  სსსმ მოსწავლე
გაკვეთილის  ხანგრძლივობა: 40 წთ.
სამოდელო გაკვეთილის ტიპი: ინოვაციური გაკვეთილი
გაკვეთილის თემა: „ზაფხული“
მიზანი:
ü  მოსწავლეს განუვითარდეს  ზეპირმეტყველების, კითხვისა და  წერის  უნარები;
ü  მოსწავლემ  შეძლოს  ნაფიქრსა და დაწერილს შორის კავშიების გაბმა, ასევე, ტექსტის ძირითადი მახასიათებლების გააზრება;
ü  მოსწავლემ გააცნობიეროს კომუნიკაციის საკვანძო ასპექტები. კერძოდ:
o   რასაც ვფიქრობთ, შეიძლება გამოითქვას;
o   რასაც გამოვთქვამთ, შეიძლება დაიწეროს;
o   რაც დაწერილია, შეიძლება  წავიკითხოთ;
o   მე შემიძლია წავიკითხო ის, რაც თვითონ დავწერე და ასევე ის, რაც სხვამ ჩემთვის დაწერა.

შედეგი:
ქართ. I. 7. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფვ.

·         სიტყვათა ჩამონათვალში პოულობს მითითებულ სიტყვას;
·         ხმამაღლა (მთლიანი სიტყვებით ან დამარცვლით)კითხულობს მარტივი წინადადებებით შედგენილ მცირე  ზომის  ტექსტებს;
·         წინადადების საზღვრების შესაბამისად აკეთებს პაუზას;


ქარ. I. 9.  მოსწავლეს  შეუძლია ვიზუალურად გამოხატოს წაკითხული / მოსმენილი ტექსტით აღძრული შთაბეჭდილებები.
·         ქმნისმთლიანიზღაპრისანცალკეულიეპიზოდისილუსტრაციებს;

ქართ. I. 11. მოსწავლეს შეუძლია ტექსტის სტრუქტურის აღქმა.
·         ტექსტში ამოიცნობს აბზაცის, სტროფის, წინადადების დასაწყისსა და დასასრულს;
·         ითვლის ტექსტში აბზაცების რაოდენობას, აბზაცში – სტრიქონებისას,  სტრიქონში – სიტყვებისას, სიტყვებში კი – ასოებისას;
·         მთლიანობაში აკვირდება ტექსტის კომპოზიციურ აგებულებას და ასახელებს ტექსტის მაორგანიზებელ ელემენტებს (სათაურს, ილუსტრაციას, წარწერას, აბზაცს, ლოგოს, ტიპოგრაფიულ მახასიათებლებს, მაგ., მსხვილ შრიფტს და სხვ.);
·         პოულობს სასვენ ნიშნებს (მაგ., წერტილს, კითხვის ნიშანს და სხვ.).

ქართ. I. 14. მოსწავლეს შეუძლია მარტივი წინადადებების შედგენა ნაცნობ თემებზე.
·         მასწავლებლის მიერ მოცემული სიტყვების მიხედვით აგებს მარტივ წინადადებას;


სასწავლო მეთოდები: 
ენობრივი პრექტიკა ანუ „მასწავლებელი კალამი“ :
ü  საჩვენებელი წერა;
ü   საჩვენებელი კითხვა;
ü   ერთობლივი წერა;
ü  ერთობლივი  კითხვა.
ორგანიზების ფორმები:მთელი კლასი, ჯგუფური, ინდივიდუალური.

რესურსები:დაფა, ცარცი, კომპიუტერი, პროექტორი,  ზაფხულის თემატიკის ფოტოები სლაიდებად აწყობილი, საყრდენი  სიტყვების ბარათები (შესაძლებელია ელექტრონულად , პროექტორით); მწვანე , წითელი და ყვითელი „შუქნიშნები“;

გამოყენებული იქნება განმავითარებელი, თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების ფორმები ზეპირი კომენტარებისა და შუქნიშნების გამოყენებით (მოსწავლეთა მხრიდან).
აქტივობები:
1.      გაკვეთილის  მიზნის  გაცნობა;
2.      გაკვეთილის თემის გამოცნობა მიმანიშნებელ თემატურ სურათებზე დაყრდნობით;
3.      მოსწავლეთა ჩართულობით  საყრდენი სიტყვებით მარტივი ტექსტის შედგენა;
4.      ტექსტის ერთობლივი კითხვა;
5.      ტექსტის გამოყენებით მრავალფეროვანი პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულება;
6.      საშინაო დავალება;
7.      მოსწავლეთა ჩართულობით გაკვეთილის შეჯამება/შეფასება(თვითშეფსება, ურთიერთშეფასება).
გაკვეთილის სცენარი:

I ფაზა- მოლოდინების განსაზღვრა(გამოწვევა)
1)      გაკვეთილის  მიზნის  გაცნობა;
მასწავლებელი მოსწავლეებს მოკლედ გააცნობს გაკვეთილზე შესასრულებელ აქტივობებს  და დაეხმარება მათ  გაკვეთილის მიზნებისა და  მოლოდინებისგანსაზღვრაში, თუ რა ცოდნას და უნარებს შეიძენენ ამ გაკვეთილიდან.
2)      გაკვეთილის თემის გამოცნობა მიმანიშნებელ თემატურ სურათებზე დაყრდნობით;
მასწავლებელი მიმართავს მოსწავლეებს:
 - მოდით გამოვიცნოთ დღევანდელი გაკვეთილის თემა!
ეს აქტივობას გარკვეული თამაშის ხასიათს იძენს: მასწავლებელი პროექტორით კედელზე აჩვენებს მოსწავლეებს ზაფხულის თემაზე წინასწარ მომზადებულ სურათებს, სადაც მოცემულია ის ნივთები და გარემოებები, რომლებმაც მოსწავლეებს უნდა მიანიშნოს  გამოსაცნობი თემა.
მოსწავლეები გამოთქვამენ ვარაუდებს, მასწავლებელი საჭიროების შემთხვევაში დამხმარე კითხვების საშუალებით სწორ პასუხამდე მიიყვანს ბავშვებს.
ამგვარად მოსწავლეთა მხრიდან მოხდება, როგორც თემის ამოცნობა, ასევე წინარე ცოდნის გააქტიურება ზაფხულის თემასთან დაკავშირებით.
II ფაზა- ცოდნის კონსტრუირება (შინაარსის რეალიზება)
3)      მოსწავლეთა ჩართულობით  საყრდენი სიტყვებით მარტივი ტექსტის შედგენა;
მასწავლებელი მიმართავს კლასს:
-           ჩვენ ახლა უნდა ვითამაშოთ. თქვენ ყველანი გახდებით  პატარა მწერლები, მე კი ვიქნები თქვენი კალამი.
მასწავლებელი  აფიქსირებს დაფაზე საყრდენ სიტყვებს, ან ფრაზებს, რომელთა გამოყენებითაც  უნდა შეადგინონ წინადადებები  მოსწავლეებმა. აქვე შეახსენებს  მოსწავლეებს, რომ  მათმიერ  შექმნილი ტექსტი უნდა უკავშირდებოდეს  ზაფხულის თემას.
(საყრდენი სიტყვები: მცხუნვარე მზე;   ყვავილები,  პეპლები;  ზღვა;   ბავშვები.)
მასწავლებელი ცდილობს გაააქტიუროს მოსწავლეთა დისკუსია. იგი თვალსაჩინოდ წერს მოსწავლეთა მიერ გამოთქმულ წინადადებებს დაფაზე ( ან დიდ ქაღალდზე) ისე, რომ გამოვიდეს მოთხრობა/ტექსტი.
მასწავლებელი წერის პროცესში რთავს მოსწავლეებსაც: ზოგს სიტყვას დააწერინებს, ზოგს სათაურის ადგილს შეარჩევინებს, ზოგსაც წერის დროს დაშვებულ შეცდომას ჩაასწორებინებს. შეცდომებს მასწავლებელი განზრახ უშვებს ტექსტის შექმნისას.
4)      ტექსტის ერთობლივი კითხვა;
დასრულებულ ტექსტს ჯერ მასწავლებელი ხმამაღლა, ხელის გაყოლებით წაუკითხავს მოსწავლეებს, შემდეგ ერთობლივად წაიკითხავენ მასწავლებელი და მოსწავლეები. ბოლოს მოსწავლეები დამოუკიდებლად, ან მცირე ჯგუფებში ეცდებიან ტექსტის წაკითხვას.
5)      ტექსტის გამოყენებით  პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულება;
კითხვის დასრულების შემდეგ, მასწავლებელი მოსწავლეებსსთხოვს მოძებნონ  და შემოხაზონ ის საყრდენი სიტყვები, რომელთა მეშვეობითაც შეადგინეს ეს ტექსტი.

სარეზერვო აქტივობა:
თუ საგაკვეთილო დრო იძლევა საშუალებას მასწავლებელს შეუძლია განახორციელოს დამატებითი სავარჯიშოები:
მასწავლებელი მოსწავლეებს უსვამს შეკითხვებს და აძლევს  პრაქტიკულ დავალებებს:
-          მოდით დავაკვირდეთ, რისგან შედგება ტექსტი? წინადადებები? სიტყვები? მარცვლები?
-          რამდენი წინადადება სულ ამ ტექსტში?
-          ამოიკითხეთ ყველაზე  გრძელი წინადადება? რამდენი სიტყვისგან შედგება ის?
-          რომელია ყველაზე გრძელი სიტყვა?
-          როგორ გავიგოთ რამდენ მარცვლიანია ეს სიტყვა? (ხმოვნები დავითვალოთ, დავმარცვლოთ)
-          დაასახელეთ რომელი ხმოვნები/ თანხმოვნებია ამ სიტყვაში?

IIIფაზა - გამთლიანება(რეფლექსია)
6)      მოსწავლეთა ჩართულობით გაკვეთილის შეჯამება/შეფასება(თვითშეფასება, ურთიერთშეფასება).
მასწავლებელი შეაქებს მოსწავლეებს შესრულებული სამუშაოსათვის და ამავდროულად მათ ყურადღებას გაამახვილებს  კომუნიკაციის საკვანძო საკითხებზე:
-         ამრიგად, ჩვენ ვხედავთ, რომ
o   რასაც ვფიქრობთ, შეიძლება გამოითქვას;
o   რასაც გამოვთქვამთ, შეიძლება დაიწეროს;
o   რაც დაწერილია, შეიძლება  წავიკითხოთ;
o   მე შემიძლია წავიკითხო ის, რაც თვითონ დავწერე და ასევე ის, რაც სხვამ ჩემთვის დაწერა.
მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით შეაჯამებენ, თუ რა გააკეთეს ამ გაკვეთილზე, რა ისწავლეს, რამდენად გაამართლა მათმა მოლოდინებმა.
შუქნიშნების გამოყენებით შეაფასებენ  გაკვეთილს; აღნიშნავენ რომელი აქტივობა მოეწონათ და რატომ?
გააკეთებენ თვითშეფასებას და ურთიერთ შეფასებას.
7)      საშინაო დავალება;
მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს საშინაო დავალებას:
არჩევითი:
1)      მოსწავლემ უნდა მოიფიქროს მისთვის სასურველი თემა, თემის შესაბამისი ოთხი საყრდენი სიტყვა და მათი გამოყენებით დაწეროს  მარტივი თხზულება.
მოსწავლეებმა უნდა დახატონ ილუსტრაცია გაკვეთილზე მათ მიერ  შედგენილი ტექსტისთვის.

 გაკვეთილის მსვლელობის ამსახველი ფოტოები





------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------




გაკვეთილის  გეგმა: "ევადგინოთ  რიცხვითი გამოსახულება. ვიპოვოთ  მისი მნიშვნელოვბა" 

 მათემატიკა, მე-3კლასი
(გაკვეთილი  დაგეგმილია შ.ს.ო. მოდელით)


დისციპლინა
მათემატიკა
გაკვეთილის თემა
შევადგინოთ  რიცხვითი გამოსახულება. ვიპოვოთ  მისი   მნიშვნელოვბა.
პედაგოგი
თამარ  პაპოშვილი
კლასი
მე-3
გაკვეთიის მიზნები
და შედეგები
მოსწავლემ  შეძლოს: ამოცანის პირობის გააზრება,მისი შესაბამისი გამოსახულების შედგენა და ტოლი შესაკრებების ნამრავლის  სახით  ჩაწერა.
  გამრავლებისა და გაყოფის ურთიერთშებრუნებულობის პრინციპის გააზრებით, ცხრილის შევსება.
III.2;  III.3.
წინასწარი ცოდნა
ერთნიშნა რიცხვების გამრავლება; კითხვა, გამოსახულების ჩაწერის უნარი. ამოცანების  ამოხსნა. მასწავლებლის მარტივი ინსტრუქციების შესრულება; ი.ს.ტ. საწყისი  უნარები.

შეფასების საგანი და პროცედურები
მოკლე , ტესტური გამოკითხვა გაკვეთილის მართვის პროგრამის საშუალებით (ბუკებში); ელ.სავარჯიშოების შესრულება;
სავარჯიშოების შემოწმება; მოსწავლეთა თვითშეფასების  რუბრიკის გამოყენება.

სასწავლო მასალა და ტექ.რესურსები
სახელმძღვანელო: გ.გოგიშვილი,თ.ვეფხვაძე. გამომცემლობა:“ინტელექტი“
გაკვეთილის თემაზე  შექმნილი ელ. წიგნი( შ.ს.ო. მოდელის მიხედვით, წინასწარ მოსწავლეთა ბუკებში ვაგზავნით ელ.წიგნს. მოსწავლეები მას  ეცნობიან სახლში)       
ბუკი, კლასის მართვის რუკა, ელ.სავარჯიშოები  შექმნილი სირთულის მიხედვით (რთული, საშუალო, მარტივი);  
მოსწავლეთა თვითშეფასების რუბრიკა.
გაკვეთილის მსვლელობა / დრო
გაკვეთილი  დაგეგმილია შ.ს.ო. მოდელის მიხედვით.
(წინა დღეს მოსწავლეებს ბუკებში ეგზავნებათ  მასწავლებლის მიერ შექმნილი  ელ. წიგნი, რომლის დახმარებითაც ისინი სახლში ეცნობიან ახალ  გაკვეთილს. )

1)    ტესტური გამოკითხვა. (2 წთ)
3+3+3+8  რომელია ამ გამოსახულების მოკლე ჩანაწერი?
ა)3.3+8;   ბ)3.1+8;   გ)3.2+8
მასწავლებელი მოკლე, ტესტური დავალებით  ამოწმებს მოსწავლეებს,თუ რამდენად გაიგეს ელ.წიგნიში მოცემული გაკვეთილი სახლში. (მოსწავლეთა მზაობის შესაბამისად გრძელდება გაკვეთილი)
2)     ბუკის 1-ლი სავარჯიშო.(10 წთ)
მასწავლებელი მოსწავლეებს კლასის მართვის რუკის საშუალებით უგზავნის შესაძლებლობების  შესაბამის დავალებებს, რომელსაც ასრულებენ ინდივიდუალურად. მასწავლებელი დროის ამოწურვის  შემდეგ  წააკითხებს მოსწავლეს  დავალების პასუხს, თითოეული დონის სავარჯიშოდან. მოსწავლეები  ადარებენ თავიანთ  შედეგებს დასახელებულ  პასუხს.სწორი პასუხი ფიქსირდება დაფაზეც.
3)    ბუკის მე-2  დავალება. (10 წთ.)
 ამჯერად მოსწავლეებს  ევალებათ ამოცანის მიხედვით გამოსახულების შედგენა და ამოხსნა. მისი დასრულების შემდეგ სწორი ამონახსენი იწერება  დაფაზე, რათა მოსწავლეებმა შეძლონ შესწორებების შეტანა თავიანთ  ნამუშევრებში        ( შეცდომის შემთხვევაში) .
4)    ბუკის მე-3 სავარჯიშო. წყვილში მუშაობა.(10 წთ.)
მოსწავლეებმა უნდა შეავსონ გამრავლების ცხრილი, სადაც  ცარიელი უჯრების შესავსებად უნდა გამოიყენონ  წინა გაკვეთილებზე შეძენილი ცოდნა.
5)    პრეზენტაცია.(5 წთ.)
წყვილებიდან ალბათობის პრინციპით შეირჩევა სამი , რომლებიც გააკეთებენ პრეზენტაციას. ამისათვის მასწავლებელი მოსწავლის (პრეზენტატორის) ეკრანს აზიარებს  სხვა ბუკებში და ყველას ეძლევა საშუალება თვალი ადევნოს პრეზენტაციას. ამის შემდეგ მოხდება არასწორად შევსებულ ცხრილის შესწორება.
6)    თვითშეფასების  რუბრიკა- „შუქნიშნის ფერები“(1წთ.)
მოსწავლეები რუბრიკის დახმარებით  შეაფასებენ, რამდენად კარგად გაიგეს ახალი გაკვეთილი.ისინი  რუბრიკას და  შესრულებულ სავარჯიშოებს უგზავნიან მასწავლებელს ბუკში.მასწავლებელი მათ გაეცნობა სახლში,  შემდეგ გაკვეთილზე  მოსწავლეებს მისცემს განმავითარებელ  კომენტარებს.
7)    გაკვეთილის შეჯამება-შეფასება.(2წთ.)
მასწავლებელი კითხვა-პასუხებით მოკლედ შეაჯამებს შესწავლილ საკითხს და ზეპირად, ზოგად შეფასებას გააკეთებს მოსწავლეთა მუშაობის ძლიერ და სუსტ მხარეებზე.
8)    საშინაო დავალება.(1 წთ)
მოსწავლეებს საშინაო დავალება ეძლევათ სახელმძღვანელოდან:
 გვერდი:125
 დავალება: #20,21;    #1,2,3.



 ბუკში შესასრულებელი სავარჯიშო
(ნიმუშად წარმოგიდგენთ ერთი დავალების სამ დონეს)









------------------------------------------------------------------------------------------------------------



 „ციყვის სტუმრები“- სამოდელო გაკვეთილის გეგმა: 
2013-2014 სასწავლო წელი

                     



კლასი
IIკლასი
მასწავლებლის სახელი და გვარი
თამარ პაპოშვილი
კლასში მოსწავლეთა რაოდენობა
20
განსაკუთრებულ მიდგომების, საჭიროების მქონე მოსწავლე
არ მყავს
ინტეგრირებული საგნები
ქართული ენა, ბუნებისმეტყველება, ხელოვნება, ისტ-ი.
. სტანდარტთან შესაბამისობა (ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით რა შედეგებზე/ინდიკატორებზე გადის მოცემული გაკვეთილი);
ქართ.ll-2. მოსწავლე ისმენს და იგებს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილ მცირე ზომის ტექსტებს და გამოხატავს თავის დამოკიდებულებას.
  • გადმოსცემს მოსმენილი ტექსტის შინაარსს, ასათაურებს ტექსტს,გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას პერსონაჟისა და მისი მოქმედების მიმართ(მომწონს/არ მომწონს, კარგად მოიქცა/ცუდად მოიქცა, კეთილია,გონიერია და ..)
  • გამოხატავს კონკრეტული პერსონაჟის ქმედებით აღძრულ ემოციებს(მაგ. გამაკვირვა, შემეცოდა და .).
ქართ.ll-4. მოსწავლე იყენებს კითხვის მარტივ სტრატეგიებს.
  • ცდილობს განმარტოს უცნობი სიტყვები კონტექსტის მიხედვით.
  • იცნობს წიგნის მარტივ სტრუქტურას: წიგნის ყდა, თავფურცელი ავტორისა და სათაურის მითითებით ტექსტის სარჩევი.
  • შემუშავებული აქვს მარტივი წესი,რომლის მიხედვით წიგნში იოლად ჩაინიშნავს ან მოძებნის კონკრეტულ ადგილს.
ქართ.ll-5. მოსწავლე კითხულობს და იგებს მცირე ზომის ტექსტებს, გამოარჩევს ახალ სიტყვებსა და ფრაზებს წინადადებაში, ადეკვატურად პასუხობს წაკითხული ტექსტის ირგვლივ დასმულ კითხვებს.
ქართ.ll-6. მოსწავლე ამოიცნობს მარტივი ტექსტის არსებით ენობრივ-გრამატიკულ ნიშნებს.
  • განარჩევს და ასახელებს პერსონაჟის/ობიექტის დამახასიათებელ სიტყვებს შინაარსობრივი თვალსაზრისით.
  • ადარებს და კითხვის დასმის საშუალებით აჯგუფებს სიტყვებს.
ქართ.ll-9. მცირე მოცულობის ტექსტების შექმნისას მოსწავლე იყენებს ძირითად გრამატიკულ ელემენტებს.
ბუნ.II.1.მოსწავლეს  შეუძლია მცენარის და ცხოველის სხეულის ძირითადი  ნაწილების აღწერა.
..ll-4. მოსწავლე გამოსახავს სხვადასხვა მოტივის საფუძველზე წარმოშობილ იდეებს.
  • ასახავს დაკვირვების შედეგად მიღებულ შთაბეჭდილებებს.
  • ხატავს წარმოსახვით.
ის ტექნ. მოსწავლე ფლობს ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ ძირითად ცნებებსა და ოპერაციებს.

ის ტექნ.  მოსწავლე იყენებს ისტ-ს ტექსტებთან მუშაობისას, ახდენს ინფორმაციის ორგანიზებასა და შენახვას ისტ-ის გამოყენებით;

ის ტექნ. იყენებს ტექსტურ რედაქტორს მასწავლებლის მიერ ჩატარებული სასწავლო აქტივობისას;

ის ტექნ. მოსწავლე იყენებს კომუნიკაციის საშუალებებს მასწავლებლის მიერ ჩატარებული აქტივობისას;
გაკვეთილის მიზნები
ქართული ენა:
მოსწავლემ შეძლოს მხატვრული ტექსტის წაკითხვა, გააზრება და მის ირგვლივ მსჯელობა; დამხმარე კითხვების საფუძველზე შექმნას მარტივი, საინფორმაციო ტექსტი; შეძლოს საგნია აღმნიშვნელი სახელებისა და მოქმედების აღმნიშვნელი სიტყვების მოძიება ტექსტში და მათი დაჯგუფება მოცემული დავალების შესაბამისად;


ბუნებისმეტყველება:
მოსწავლემ,  გაიხსენოს და აღწეროს ტექსტში ნახსენები გარეული ცხოველები და ფრინველები, შეიტყოს მეტი ინფორმაცია ამ ცხოველებზე.

ხელოვნება:
მოსწავლემ, საკუთარი ფანტაზიითა და ტექსტის შინაარსის გააზრებით, შექმნას მისთვის სასურველი  ეპიზოდის შესაბამისი  ილუსტრაცია.

ამასთანავე,  მოსწავლეს განუვითარდეს ჯგუფური მუშაობის, კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და ლოგიკური აზროვნების უნარ-ჩვევები;
იმუშაოს Word-ისა  და Paint -ის პროგრამაში და გაიუმჯობესოს ისტ-ის უნარები.
გაკვეთილის თემა
„ციყვის სტუმრები“ /ა. გაელოვანი/
წინარე ცოდნა
მოსწავლეს უნდა შეეძლოს წერა-კითხვა; იგებდეს და ასრულებდეს მასწავლებლის მიერ მიცემულ მარტივ ინსტრუქციებს; შეეძლოს მითითებული სიტყვის, ან ადგილის მოძიება ტექსტში. შეეძლოს კითხვებზე წერილობითი პასუხების გაცემა; იცნობდეს არსებით სახელებს, მოქმედების აღმნიშვნელ სიტყვებს და მათ შესაბამის კითხვებს. გააჩნდეს ჯგუფში მუშაობის, პრეზენტაციის საწყისი უნარები. ფლობდეს მარტივ ინფორმაციას ტექსტში დასახელებულ ცხოველებზე.
უფროსის დახმარებით, შეეძლოს ტექსტის  შინაარსობლივ მონაკვეთებად დაყოფა და მათი დასათაურება. გააჩნდეს Word-ისა და Paint -ის  პროგრამებში მუშაობის საწყისი უნარები.
სწავლების სტრატეგიები, რომლებიც გამოყენებული იქნება გაკვეთილის მიზნის მისაღწევად;
გონებრივი იერიში-წერილობით, კითხვა-პასუხი, გაგრძელებით კითხვა, ენობრივ-გრამატიკული ნიშნების ამოცნობა ტექსტში კითხვის დასმის ხერხით და მათი დაჯგუფება ცხრილის გამოყენებით. დავალებების ელექტრონულ ფორმატში  შესრულება, მოსწავლეებთან კომუნიკაცია ისტ-ის გამოყენებით. თვითშეფასების რუბრიკის შევსება.
შეფასება
მასწავლებლის ზეპირი კომენტარები თითოეული აქტივობის ბოლოს; მოსწავლეთა თვითშეფასების რუბრიკის შევსება.
სასწავლო მასალა და ტექ.რესურსები
ქართული ენის მე-2 კლაასის სახელმძღვანელო,
ავტორი: ნ.მაღლაკელიძე -გამომცემლობა „მერიდიანი“2011წ;
ბუკი, გაკვეთილის მართვის პროგრამა, word-ის ფაილში შექმნილი სავარჯიშოები და თვითშეფასების რუბრიკა (სათადარიგო სავარჯიშოები და რუბრიკების ასლები, ელექტროენერგიის გამორთვის შემთხვევაში) ; power-point-ში აწყობილი  გაკვეთილის მსვლელობის პრეზენტაცია;  ფორმატის ქაღალდი, მარკერი, სკოჩი, ფურცლები ჯგუფური მუშაობისთვის;
გაკვეთილის სცენარი;
მსვლელობა:
A ფაზა:
გამოწვევა(2 წთ.)  
მასწავლებელი მთელ კლასს უკითხავს გამოცანებს, მოსწავლეები ამოიცნობენ ზღაპრის გმირებს-ციყვს, ყვავს,ბუს,ბეღურას.
B ფაზა:
  1. გონებრივი იერიში - ჯგუფური სამუშაო(8 წთ):
  • რა ვიცით ზღაპრის გმირების შესახებ?
ჯგუფებმა უნდა მოიფიქრონ და ჩამოწერონ, თუ რა იციან ციყვზე, ბეღურაზე, ბუსა და ყვავზე (თითოეულმა ჯგუფმა სხვადასხვა ცხოველზე).   მასწავლებელი მოსწავლეებს ბუკის მონიტორზე უზიარებთ  დამხმარე კითხვარს, გაკვეთილის მსვლელობის პრეზენტაციის საშუალებით,  ეს მათ გაუადვილებთ დავალების შესრულებას.
  1. პრეზენტაცია (5 წთ)
პრეზენტატორები ფორმატის ქარალდზე მიამაგრებენ საკუთარ ნამუშევრებს და გააცნობენ სხვა ჯგუფებს.
  1. კითხვისთვის მზადება(2 წთ.)
მოსწავლეები, სათაურისა და ილუსტრაციის მიხედვით, გამოთქვამენ ვარაუდებს ზღაპრის შესაძლო შინაარსთან დაკავშირებით.
  1. ტექსტის კითხვა (10 წთ.)
მასწავლებელი კითხულობს ტექსტს, შემდეგ მოსწავლეები კითხულობენ გაგრძელებებით,  აიხსნება უცხო სიტყვები.
  1. ტექსტის ანალიზი - მთელი კლასი (3 წთ):
მოსწავლეები უპასუხებენ კითხვებს :
  • რომელი  ფრინველები  ესტუმრნენ  ციყვს?
  • რომელი  სტუმარი  შეუშვა  ციყვმა  სახლში  და   
          რომელი  არა?  რატომ?
  • რა  დარიგება  მისცა  ციყვმა  შვილებს?
  • ეთანხმებით დედა ციყვის დარიგებას ?
  • თქვენ  როგორ  მოიქცევით, არასასურველი ან  უცხო
                 სტუმარი  თუ  გესტუმრათ?

  1. ენობრივ მასალაზე დაკვირვება- ინდივიდუალური მუშაობა (10 წთ).
მოსწავლეები დავალებას ასრულებენ ბუქში:
1.დავალება
ამოკრიბე   ტექსტიდან და დააჯგუფე   ცხრილში :
        - სულიერი საგნის აღმნიშვნელი  სახელები;
        - უსულო საგნის აღმნიშვნელი სახელები;
         - მოქმედების აღმნიშვნელი  სიტყვები.
2. დავალება
              რომელია ზედმეტი სიტყვა?
               სწორი პასუხი გააწითლე!                                         
C ფაზა: რეფლექსია/
  1. შეჯამება / შეფასება (5 წთ.)
მასწავლებელი მოსწავლეთა დახმარებით, მოკლედ შეაჯამებს გაკვეთილზე შესრულებულ აქტივობებს. შემდეგ სთხოვს მათ, ინდივიდუალურად შეავსონ თვითშეფასების რუბრიკა, რომელსაც  გაუგზავნის ბუკებში.                                       -

საშინაო დავალება:
  1. ზღაპარი - კითხვით ;
  2. დამატებითი ინფორმაციის მოძიება ზღაპრის პერსონაჟებზე;
  3. დასახატად -  ზღაპრის  ერთ-ერთი  ეპიზოდის  ილუსტრაცია.
კლასის ორგანიზების ფორმები
ჯგუფური, ინდივიდუალური, მთელი კლასი.
                                                                            


 ბუკში შესასრულებელი სავარჯიშო:





 გაკვეთილის მსვლელობის ამსახველი ფოტოები









--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------





გაკვეთილის  თემა:  „კუ და მორიელი".  მე-2 კლასი



ელ.წიგნი:




გაკვეთილის გეგმა:



გაკვეთილის  თემა
„კუ და მორიელი“ - სულხან-საბა ორბელიანი
სწავლების საფეხური
მე-2 კლასი
გაკვეთილის მიზნე და შედეგები
მოსწავლემ შეძლოს:
  • ტექსტის ინტონაციით წაკითხვა და გააზრება;
  • დანაწევრებული და არეული ტექსტის თანმიმდევრულად დალაგება.
  • პერსონაჟის დახასიათება არგუმენტირებულად-„გმირის რუკის“ შევსების მეთოდით.
  • ინფორმაციის მოძიების უნარის გამომუშავება.
ქართ.  II. 2; ქართ.  II. 3; ქართ. II. 4;  ქართ. II. 11; ქართ. II. 12.
შეფასების საგანი და პროცედურები
მასწავლებელი ახდენს მოსწავლეთა განმავითარებელ შეფასებას:
  • რამდენად სწორი თანმიმდევრობით ააწყვეს ტექსტი;
  • რამდენად  შეძლეს ტექსტის ინტონაციით კითხვა;
  • რამდენად ლოგიკურად პასუხობენ მასწავლებლის მიერ დასმულ შეკითხვებს;
  • როგორ მუშაობენ „გმირის რუკის“ შევსებაზე;
  • რამდენად  აქვს  მოძიებული  დამატებითი  ინფორმაცია კუსა და  მორიელზე.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
სულხან-საბა ორბელიანის იგავი: კუ და მორიელი.
პროგრამა PowerPoint_ით დამზადებული დამხმარე ელექტრონული წიგნი,
პროგრამა Word -ში დამზადებული ელექტრონული სავარჯიშო უკაბელო ლოკალური ქსელი,  ბუკები, პროგრამა „კლასის მართვა“.
კალამი,ბარათები „გმირის რუკის“ სქემით.
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
მასწავლებელი წინა დღით მოსწავლეებს ბუკებში  აწვდის  დამხმარე ელექტრონულ  წიგნს.
გაკვეთილი მიმდინარეობს „შებრუნებული საკლასო ოთახის მოდელით“.
აქტივობა 1.  სავარჯიშო „ააწყე დანაწევრებული ტექსტი“ დაფიქრდი-დაწყვილდი-გაუზიარე:  (5 წთ.)
მოსწავლეებს კლასის მართვის პროგრამით ეგზავნებათ სავარჯიშო, სადაც მოთხრობის მთელი ტექსტი დანაწევრებულია. მოსწავლეები ინდივიდულაურად  აწყობენ ტექსტს, შემდეგ უზიარებენ მეწყვილეს და შეაქვთ შესწორებები. შესრულებული სამუშაოს შემოწმება.
  აქტივობა 2. ტექსტის კითხვა ინტონაციით (10 წთ.)
მოსწავლეები ვარჯიშობენ  მოთხრობის ტექსტის ინტონაციით წაკითხვაში.(ინდივიდუალურად,გაგრძელებით,როლში).
აქტივობა 3.ტექსტის ანალიზი (10 წთ.)
წაკითხვის შემდეგ მოსწავლე პასუხობს მასწავლებლის შეკითხვებს, რომელიც ტექსტის უკეთ გააზრებაში დაეხმარება.
აქტივობა 4. გმირის  რუკა  (10 წთ.)
მოსწავლეები ავსებენ “გმირის რუკას“( იხ.დანართი 1  ) წყვილებში, ზოგი კუს შესახებ - ზოგი მორიელის.გააკეთებენ პრეზენტაციას.  
აქტივობა 5.მოძიებული მასალების პრეზენტაცია (5-7 წთ)
მასწავლებელი  განიხილავს  მოსწავლეების მიერ მოძიებულ  საინტერესო ინფორმაციებს კუსა და მორიელის შესახებ.
 აქტივობა 6. მოსწავლეთა  თვითშეფასება / მასწავლებლის  შეფასება(3-5 წთ.)
მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს - რომელი აქტივობა მოეწონათ, რომელ  დავალებას გაართვეს თავი უკეთ, როგორ შეაფასებენ თავიანთ  ჩართულობას გაკვეთილზე.
მასწავლებელი თავადაც  გააკეთებს კომენტარებს -შეაქებს აქტიურ ბავშვებს, რეკომენდაციებს მისცემს კონკრეტულ მოსწავლეებს.



























No comments:

Post a Comment